„დიდი იმედი მაქვს, რომ საკონსტიტუციო სარჩელი წარმატებით დასრულდება, ესენი აიკრძალებიან და, შესაბამისად, პოლიტიკურ ველზე ნელ-ნელა ახალი ძალები გამოჩნდებიან“, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა, ნიკოლოზ მეტრეველმა რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.
„თვითონ გაინადგურეს თავი. ის საკმაოდ კარგი შედეგი, რაც მათ ჰქონდათ, უნდა გამოეყენებინათ და მანდატები აეღოთ. შეიძლება, 2008 წელს მეც ვიყავი ბოიკოტის მომხრე, მაგრამ პრაქტიკა აჩვენებს, რომ ამას ეფექტიანობა არ მოაქვს და, პირიქით, უკუშედეგი აქვს. ეს ერთი, და ამავე დროს, მათი უპრინციპობა, ზოგადად, უსინდისობა – ეს არის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორები და, რაც მთავარია, უსამშობლოობა. ამას, საბედნიეროდ, საზოგადოების უდიდესი ნაწილი ხედავს და შედეგიც სახეზეა.
დიდი იმედი მაქვს, რომ საკონსტიტუციო სარჩელი წარმატებით დასრულდება, ესენი აიკრძალებიან და, შესაბამისად, პოლიტიკურ ველზე ნელ-ნელა ახალი ძალები გამოჩნდებიან“, – განაცხადა ნიკოლოზ მეტრეველმა.


