ნიკოლოზ მეტრეველი რუსი ტურისტების წინააღმდეგ კამპანიაზე: „2008 წლის შემდეგ თვითონ ხვდებოდნენ საზღვარზე, დადიოდნენ რუსეთში, კონცერტებს ატარებდნენ, პუტინს უმღეროდნენ და დღეს ეს ხალხი ოკუპაციის წინააღმდეგ გამოდის. ეს ხომ სრული აბსურდი და ტყუილია“

17

„2008 წლის შემდეგ თვითონ ხვდებოდნენ საზღვარზე, დადიოდნენ რუსეთში, კონცერტებს ატარებდნენ, პუტინს უმღეროდნენ და დღეს ეს ხალხი ოკუპაციის წინააღმდეგ გამოდის. ეს ხომ სრული აბსურდი და ტყუილია“, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა, ნიკოლოზ მეტრეველმა რუსი ტურისტების წინააღმდეგ კამპანიაზე საუბრისას განაცხადა.

„მაქსიმალურად ცდილობენ, რომ ქვეყანაში რუსი ტურისტები არ ჩამოვიდნენ და ანტირუსული განწყობები გააღვივონ, რაც არასდროს არსებობდა – 2008 წლის შემდეგ თვითონ ხვდებოდნენ საზღვარზე, დადიოდნენ რუსეთში, კონცერტებს ატარებდნენ, პუტინს უმღეროდნენ და დღეს ეს ხალხი ოკუპაციის წინააღმდეგ გამოდის. ეს ხომ სრული აბსურდი და ტყუილია. ეს არის უცხო ძალების მიერ დაგეგმილი კამპანია, რომელსაც ესენი ახორციელებენ.

აქ ერთი მომენტია – მე მინდა საზოგადოებამ გაიაზროს, რომ თუ რუსი ტურისტი არ შემოვა, შეიძლება, ეკონომიკური ზრდა საერთოდ არ გვქონდეს. ამიტომ ტურისტს, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მშვიდობიანად იქცევა – არ აქვს მნიშვნელობა, რომელი ქვეყნიდან იქნება ის – უნდა მივესალმოთ და ღირსეულად დავხვდეთ“, – განაცხადა ნიკოლოზ მეტრეველმა.