პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა ევრობიუროკრატების მხრიდან უნგრეთზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ მედიასთან ისაუბრა.
„უნგრეთი არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეძლო ევრობიუროკრატიამ, შეეცვალა ქვეყნის ხელისუფლება სწორედ იმის გამო, რომ უნგრეთის წინა ხელისუფლება, ვიქტორ ორბანის ხელმძღვანელობით, ლგბტ პროპაგანდას ეწინააღმდეგებოდა.
დავფიქრდეთ, ჩვენ, საქართველო, რა მოცემულობაში ვართ, როდესაც უნგრეთს, ევროკავშირის წევრ და ვეტოს უფლების მქონე ქვეყანასაც კი, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი კანონის გაუქმება აიძულეს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.


