„ბოლო შედეგები, რაც ვიცი, ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა საარჩევნო ბარიერიც კი ვერ გადალახა. ეს, რა თქმა უნდა, არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი გერმანიის ხელისუფლებისადმი. როცა მმართველი პარტია საარჩევნო ბარიერსაც კი ვერ ლახავს, ეს თავისთავად აჩვენებს, თუ რამხელა პოლიტიკური კრიზისია გერმანიაში შექმნილი”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გერმანიაში მიმდინარე არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით.
“ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მთავარი ბრალი მიუძღვის ხელისუფლებას. როგორ გამოვა ის ამ სიტუაციიდან და ამ მძიმე პოლიტიკური და ნდობის კრიზისიდან, ეს მათ ხელშია. არ მინდა, დავემსგავსო ზოგიერთ გერმანელ პოლიტიკოსს და ჩავერიო გერმანიის შიდა საქმეებში, მაგრამ ჩვენ ვხედავთ ანარეკლს.
როდესაც ხელისუფლება დაკავებულია სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევით, ის ვეღარ იცლის საკუთარი შიდა საქმეებისთვის.
ეს არის შედეგი, რის გამოც საკუთარი ქვეყნის მოსახლეობისგან აქვთ ნდობის კრიზისი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.


