გიორგი გაბუნია ნიკა გვარამიას განცხადების შესახებ: “წარმოუდგენელია, ამაზე დიდი ლუსტრაცია რა უნდა იყოს… ზუსტად ეს და ამის მსგავსნი იყვნენ ხელისუფლებაში, ებარათ ქვეყნის ბედი და დღესაც ამ აგენტურის დასმას ცდილობენ ხელისუფლებაში ძალადობრივი მეთოდებით”

7

“წარმოუდგენელია, ამაზე დიდი ლუსტრაცია რა უნდა იყოს.. ზუსტად ეს და ამის მსგავსნი იყვნენ ხელისუფლებაში, ებარათ ქვეყნის ბედი და დღესაც ამ აგენტურის დასმას ცდილობენ ხელისუფლებაში ძალადობრივი მეთოდებით”, – წერს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე და საზოგადოება „ქართულის“ ლიდერი გიორგი გაბუნია.

“აფხაზეთთან დაკავშირებით გააქტიურებული განცხადებები კი იმაზე მიანიშნებს, რომ ჩვენი პოლიტიკა, რომელიც მიმართულია ნდობის აღდგენისა და შერიგებისკენ და ამის შედეგად გაჩნდა გარკვეული პოზიტიური სიგნალები, ეს უნდათ, რომ ჩაშალონ, გაამწვავონ ვითარება და გააღვიძონ ძველი ტკივილები.

სწირედ ამიტომ არ უნდა იყოს “ნაცების” ადგილი პოლიტიკაში და იმედი მაქვს, ძალიან მალე დაიწყება საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა”, – წერს გიორგი გაბუნია.