ლადო სადღობელაშვილი რადიკალური პარტიების აკრძალვაზე: „ესენი საზოგადოებისთვის საშიშები არიან – ასეთი ადამიანები პოლიტიკურ ველზე არ უნდა არსებობდნენ“

12

ანალიტიკოსი, ლადო სადღობელაშვილი რადიკალური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო პროცესის განხილვას „დღის ქრონიკაში“ გამოეხმაურა.

როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, საზოგადოების დიდი ნაწილი ამ პარტიების პოლიტიკური ველიდან გაქრობას ითხოვს.

„გადაწყვეტილებას, რაც „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო კრიმინალური დაჯგუფების ასაკრძალად, მე მივესალმები. ჯერ კიდევ მაშინ იყო „ნაციონალური მოძრაობა“ ასოცირებული ფაშისტურ პარტიასთან და მათი ფაშისტური, ნაცისტური იდეოლოგიიდან გამომდინარე ითხოვდა საზოგადოება მათ გაქრობას. „ქართული ოცნება“ პირდაპირ ებრძვის იმ „ნაციონალურ მოძრაობას“, რის აკრძალვასაც ხალხი ითხოვდა.

ამ დამნაშავეებს, რომლებიც წლების განმავლობაში ადამიანებზე სადისტურად ძალადობდნენ, ჰყიდდნენ ჩვენს ქვეყანას, მათზე იურიდიული, პოლიტიკური მოღვაწეობა უნდა შეეზღუდოთ ქვეყანაში, ესენი საზოგადოებისთვის საშიშები არიან, აქედან გამომდინარე, ასეთი ადამიანები არ უნდა არსებობდნენ პოლიტიკურ ველზე“, – აღნიშნა სადღობელაშვილმა.