თამარ კიკნაძე: „ევროპისა და კოლექტიური დასავლეთის საქმე რთულადაა – ისინი უკვე დაქსაქსულები არიან“

12

„ევროპისა და კოლექტიური დასავლეთის საქმე რთულადაა — ისინი უკვე დაქსაქსულები არიან“, – ამის შესახებ პროფესორმა, თამარ კიკნაძემ განაცხადა.

„წარმოიდგინეთ დაპირისპირება გაერთიანებულ სამეფოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის – უკრაინის საკითხებიც ამასთან არის დაკავშირებული. იქვეა კანადის პოზიცია, რომლის ასოცირებულ წევრად მიღებას აპირებენ, და ტრამპის განცხადება ირლანდიის გაერთიანებასთან დაკავშირებით. ეს იმ პოლიტიკის შედეგია, რომელსაც გაერთიანებული სამეფო აწარმოებს. თუმცა, დაპირისპირებულ მხარესაც არ სძინავს: ნახეთ, როგორი დარტყმებია განხორციელებული გაერთიანებულ სამეფოზე – ეს ხომ უნიტარული ქვეყანაა, სადაც ცენტრიდანული მოქმედებები ძალიან ძლიერია და ეს შემთხვევითი არ არის. თუ ინგლისი ახორციელებს ამერიკის წინააღმდეგ რაღაც ქმედებებს, არც იმათ სძინავთ (იგივე რუსეთი, იგივე ჩინეთი).

დღევანდელი საერთაშორისო ურთიერთობების სირთულე იმაშია, რომ ძალიან ბევრი სუბიექტი და ელემენტია განსხვავებული ინტერესებით. მათი ინტერესები ხან ემთხვევა, ხან – ვერა, ამიტომ ამ ტენდენციების დაჭერა საკმაოდ რთულია. საჭიროა ყოველწამიერი, მუდმივად ცვალებადი ინფორმაცია. ამას ემატება ტრანსნაციონალური კომპანიები და ტექნოლოგიური განვითარება, რომელიც სრულიად ახალ მოცემულობას ქმნის, რადგან ამ რესურსებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

ევროპისა და კოლექტიური დასავლეთის საქმე ძალიან რთულადაა, იმიტომ რომ ისინი უკვე დაქსაქსულები არიან და როდესაც წარმოვიდგენდით, რომ დასავლეთი ეს არის იმ ქვეყნების ჯგუფი, რომლებიც დღეს ასე „დატაკებულები“ არიან ერთმანეთზე, ის დასავლეთი აღარ არის“, – განაცხადა თამარ კიკნაძემ.