„ევროკრატების თვალთმაქცობა ზენიტშია: ერთი ხელით „გაჩერებულ დიალოგსა“ და იმიტირებულ სანქციებს გაიძახიან, მეორე ხელით კი, გლობალურ ტრიბუნებზე პრემიერ ირაკლი კობახიძესთან უწყვეტ კომუნიკაციაში არიან“, – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრმა „მრავალმხრივი პარტნიორობის სამიტში“ მიიღო მონაწილეობა, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში გაიმართა და რომელიც თავად ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიუ კოშტამ გახსნა.
სანამ ბრიუსელში დიალოგის გაჩერებაზე ზღაპრებს ჰყვებიან, საერთაშორისო პროტოკოლი მათსავე ორპირობასა და ფარისევლობას ღიად აშიშვლებს“, – წერს აბაშიძე.


