მოძრაობა „ქართული რესპუბლიკის“ წარმომადგენელმა ილია ღლონტმა „ტიკ-ტოკის“ ეთერში ოქტომბერში მომხდარი ძალადობრივი აქციები დაგმო.
„ოქტომბრის მოვლენები იყო კატასტროფა. ეს იყო ძალიან მძიმე შეცდომა და ყველაზე მეტად მეჯავრება რაიმე სახის არეულობა. არანაირად არ მაქვს ამ ქვეყანაში მაგის სურვილი. ღმერთმა დამიფაროს, ეგ სურვილი მქონდეს.
ზოგადად, ამ ქვეყნის მიმართ დაშვებული შეცდომა იყო. ამაზე ორი აზრი არ არსებობს“, – განაცხადა ილია ღლონტმა.


