„სამი წელი გავიდა გამჭვირვალობის კანონის მიღებიდან — გინახავთ ერთხელ მაინც ევროკავშირიდან დაფინანსებული რაიმე რეალური, ქვეყნისთვის სასიკეთო საქმე? სამწუხაროდ, ერთადერთი, რაც ვნახეთ, ისაა, რომ აფინანსებენ მხოლოდ მოლოტოვის კოქტეილებს, „ვითომ სემინარებს“ და იმ ადამიანებს, რომლებიც ღიად ანტისახელმწიფოებრივად არიან განწყობილები“, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
„მინდა გავიხსენო 2023 წლის გაზაფხული, მარტის თვე, როდესაც „ხალხის ძალამ“ გამჭვირვალობის კანონი დავაინიცირეთ. მერე რა მოჰყვა ამ ყველაფერს, ყველას კარგად მოეხსენება, მაგრამ ყველაზე მთავარი წინააღმდეგობა, რაც კანონპროექტს შეხვდა, ის იყო, რომ არასამთავრობო სექტორი პირდაპირ ამბობდა: ჩვენ არ გვჭირდება არანაირი გამჭვირვალობა, იმიტომ, რომ ისედაც გამჭვირვალეები ვართო. შემდგომ ამას იმეორებდნენ ზოგიერთი ევროპარლამენტარი, აქაური ვითომ პოლიტიკოსი და ა.შ. ეს იყო მთავარი ნარატივი – რომ რასაც ევროკავშირი აფინანსებს, მხოლოდ საქართველოს სასიკეთოდ აკეთებსო. ამას გვიმტკიცებდნენ და ახლა, როცა 3 წელზე მეტი გავიდა, გინახავთ ერთხელ მაინც ევროკავშირიდან დაფინანსებული რაიმე რეალური საქმე, ერთხელ მაინც რომ გაეპიარებინათ და ეთქვათ: აი, ეს სასიკეთო საქმე დაფინანსდაო?! გინახავთ ერთი ასეთი პროექტი მაინც? გაგვაგებინეთ, ბატონო, თუ ასეთი იყო, და ჩვენც გეტყვით მადლობას! მაგრამ არა – ერთადერთი, რაც ვნახეთ, ისაა, რომ აფინანსებენ მხოლოდ მოლოტოვის კოქტეილებს, ვითომ სემინარებს და ისეთ ადამიანებს, რომლებიც ანტისახელმწიფოებრივად არიან განწყობილები. ეს არის დასტური იმის, რომ ჩვენ სწორ გზაზე ვიდექით და დღესაც სწორ გზაზე ვდგავართ.
მინდა გავიხსენო 2023 წლის გაზაფხული,მარტის თვე, როდესაც ჩვენ ხალხის ძალამ დავაინიცირეთ გამჭვირვალობის კანონი , მერე რა მოჰყვა ამ ყველაფერს ყველას კარგად მოეხსენაბ, მაგრამ ყველაზე მთავარი წინააღმდეგობა რაც მოჰყვა ამ კანონპროექტს იყო ის, რომ არასამთავრობო სექსტორი პოირდაპირ ამბობდა – ჩვენ არ გვჭირდება არანაირი გამჭვირვალობა, იმიტომ რომ ისედაც გამჭვირვალეები ვართო. შემდეგომ ამას იმეორედბენნ ზოგიერთი ევროპარლამენტარი, აქაური ვითომ პოლიტიკოსი და ასე შემდეგ. ეს იყო მთავარი ნარატივი, რომ ევროკავშირი რასაც აფინანსებს აკეთებს მხოლოდ საქრათველოს სასიკეთოდო – ამას გვიმტკიცებდნენ და ახლა 3 წელზე მეტი რომ გავიდა ამის შემდეგ, გინახავთ ერთხელ მაინც ერვოკავცშირისდან დაფინანსებული რაიმე საქმე, ერთხელ მაინც რომ გაეპიარებინოთ და ეთქვათ, – რომ სასიკეთო საქმე დაფინანსდა?! გინახავთ ერთი ასეთი პროექტი მაინც? გაგვაგებინეთ ბატონო თუ ასეტი იყო, და ჩვენც გეტყვით მადლობას. მაგრამ არა! ერთადერთი რაც ვნახეთ აფინანსებენ მხლოოდ მოლოტოვის კოქტეილებს, ვითომ სემინარებს და ისეთ ადამიანებს, რომლებიც ანტისახელმწიფოებრივად არიან განწყობილები“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.


