სურსათის ეროვნული სააგენტო: „ბაგა-ბაღებში ნოროვირუსით გამოწვეულ გასტროენტერიტის შემთხვევებთან დაკავშირებით სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე, ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების შედეგად, 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა“

8

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა შორის ნოროვირუსით გამოწვეულ გასტროენტერიტით მიმდინარე შემთხვევებთან დაკავშირებით სურსათის ეროვნული სააგენტო მოკვლევას აგრძელებს.

სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე, სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე, ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების შედეგად, 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა.
დანარჩენი ნიმუშების კვლევის შედეგები ეტაპობრივად გახდება ცნობილი.