ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „TV პირველში“ განხორციელებულ ცვლილებებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“პატარა “სასახლის გადატრიალება” “TV პირველში”, და კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ არის თხემით ტერფამდე პარტიული ტელეარხი. როგორც ჩანს, პარტიამ საკუთარი კონტროლის გაძლიერება მოისურვა.
სამეურვეო საბჭოდან ჩახსნეს “TV პირველის” “სახე” ნოდარ მელაძე და მოიყვანეს ახალი “სახე” – გია ხუხაშვილი.
ვფიქრობ, წინ არაერთი ცვლილება გველოდება, რადგან პარტია “ლელო”, რომელსაც აკრძალვა ემუქრება, ახლა ცდილობს თავის გადარჩენას, და ამ პროცესში ხაზარაძე-ჯაფარიძის დუეტისთვის და მამა-შვილ წერეთლებისთვის პარტიული ტელეარხით პოლიტიკური ვაჭრობა “მოსული” ამბავია.
ვნახოთ, დავაკვირდეთ მოვლენებს”, – წერს ანჯაფარიძე.


