საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ლუქსემბურგში ოფიციალურ ვიზიტს იწყებს

84

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ოფიციალურ ვიზიტს ლუქსემბურგში იწყებს.

დაგეგმილია შალვა პაპუაშვილისა და ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს დეპუტატთა პალატის სპიკერის პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრები. 

ამის შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და დელეგაციის წევრები გაფართოებულ ფორმატში შეხვდებიან პალატის საგარეო და ევროპულ საქმეთა, საგარეო დახმარების, იმიგრაციისა და თავშესაფრის საკითხთა მუდმივმოქმედი კომიტეტის წარმომადგენლებს.

ქართული საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში არიან საგარეო ურთიერთობათა, ევროპასთან ინტეგრაციისა და საპროცედურო საკითხთა კომიტეტების თავმჯდომარეები.