„ორ კვირაში სწორედ აქ – ლუქსემბურგში იმართება ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა. ისევე, როგორც ბრიუსელში, ბელგიის პარლამენტში, ლუქსემბურგშიც ვთხოვეთ ჩვენს კოლეგებს, რომ იმუშაონ ევროკავშირის ინსტიტუციებთან, როცა ექნებათ მათ კონტაქტი და შეხება, რათა დაარწმუნონ ისინი, რომ ერთადერთი სწორი გზა არის სამართლიანი დიალოგის გზა”, – განუცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს ლუქსემბურგში, სადაც ის,.დელეგაციასთან ერთად, ვიზიტით იმყოფება.
ევროკავშირი თავისი არსით, კონფრონტაციის დასაძლევად შეიქმნა და, როდესაც დღეს კონფრონტაცია არის ზოგიერთებისთვის მთავარი პოლიტიკური გადაწყვეტილებების პრინციპი, ეს, თავისთავად, უკვე ანტიევროპულია.
ამიტომ ჩვენ იმედი გვაქვს, რომ როგორც ლუქსემბურგის, ისე ბელგიის პარლამენტის წარმომადგენლები, მათი აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების მეშვეობით, ამ მხრივ იმუშავებენ ევროკავშირის ინსტიტუციებთან, რათა დაარწმუნონ, რომ დაუბრუნდნენ დიალოგის გზას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.


