სულხან თამაზაშვილი საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

15

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ფაიგ გულიევს შეხვდა.

შეხვედრაზე მინისტრმა დიპლომატს სამინისტროს პრიორიტეტული სფეროები და მიმდინარე რეფორმები გააცნო.

მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო და მეგობრული კავშირების მნიშვნელობა.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და აზერბაიჯანის სამართალდამცავ უწყებებს შორის ნაყოფიერ და ეფექტიან თანამშრომლობაზე.

შეხვედრისას ასევე მიმოიხილეს ურთიერთობის სამომავლო პერსპექტივები და გამოთქვეს მზადყოფნა, აქტიურად განაგრძონ თანამშრომლობა სხვადასხვა საკითხში.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა აღნიშნეს, რომ ერთობლივი ძალისხმევით სამართალდაცვით სფეროში არსებული პარტნიორობა კიდევ უფრო გაღრმავდება.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.