“ჩვენ – ორი სახელმწიფო – არა მხოლოდ მეზობლები ვართ, – ჩვენ ვართ კარგი პარტნიორები და, ფაქტობრივად, სტრატეგიული პარტნიორები. ჩვენი კარგი თანამშრომლობა არის საფუძველი იმისა, რომ შუა დერეფანი გამართულად და ძალიან აქტიურად მუშაობს, იმ გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, რომელმაც შუა დერეფნის საჭიროება კიდევ უფრო გამოკვეთა”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში.
„ჩვენს ქვეყნებს მიეცა დამატებითი შესაძლებლობები, რომ საკუთარი ეკონომიკისა და განვითარების მიმართულებით ეზრუნათ. და, რა თქმა უნდა, ერთად დგომა და ერთად პოზიციონირება ჩვენს საერთო პოზიციებს აძლიერებს“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.


