დღეს, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან სატელეფონო საუბარი გამართა და მთავრობის თავმჯდომარეს დაბადების დღე მიულოცა. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
ალიევმა კობახიძეს უსურვა ჯანმრთელობა და წარმატებები საქმიანობაში. მან, აგრეთვე, კეთილდღეობა უსურვა ქართველ ხალხს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ალიევს ყურადღებისთვის მადლობა გადაუხადა.
სატელეფონო საუბრის დროს მხარეებმა ასევე მიმოიხილეს სტრატეგიული ურთიერთობების განვითარებისა და ორ ქვეყანას შორის არსებული კეთილმეზობლური ურთიერთობების საკითხები.


