საქართველოს ტურისტული მიმართულების პოპულარიზაციის მიზნით, დუბაიში მიმდინარე მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, საქართველოს შესახებ სარეკლამო გარე ბანერები განთავსდა.
ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ფოტოებთან ერთად ავრცელებს.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, საუდის არაბეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში როუდშოუები გაიმართა. დუბაიში საქართველო ასევე წარმოდგენილი იყო საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე ATM Dubai 2026.



