“FINANCIAL TIMES”: “ევროკავშირი უკრაინას დამატებით დაფინანსებას დაპირებული რეფორმების განხორციელებამდე არ გამოუყოფს”

16

“ევროკავშირი უკრაინას დამატებით დაფინანსებას არ გამოუყოფს იქამდე, ვიდრე დაპირებულ რეფორმებს არ განახორციელებს”, – წერს „ფაინენშალ თაიმსი“.

გამოცემის ცნობით, ევროკავშირი მოითხოვს, რომ დამატებითი დაფინანსების მისაღებად კიევმა ჯერ დაპირებული რეფორმები  განახორციელოს.

მათივე ცნობით, 2026 წლის ზაფხულში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის დამატებითი თავდაცვის საჭიროებები 27 მილიარდ დოლარად შეაფასა. უკრაინის მთავრობამ ევროკომისიას სთხოვა, დახმარებოდა ამ ხარვეზის შევსებაში ორწლიანი, 90 მილიარდი ევროს ოდენობის „უკრაინის მხარდაჭერის სესხის“ პროგრამიდან თანხების ვადაზე ადრე გამოყოფით.

„ფაინენშალ თაიმსის“ ინფორმაციით, ბრიუსელმა უარყო 2027 წლისთვის განკუთვნილი თანხების ვადაზე ადრე გამოყოფის მოთხოვნა. ამის ნაცვლად, ევროკავშირი დაჟინებით მოითხოვს უკრაინის მთავრობის მიერ აღებული ვალდებულებების შესრულებას. მოთხოვნებს შორის არის მცირე საერთაშორისო ამანათებისთვის გამონაკლისების გაუქმება და ციფრული პლატფორმებისთვის ახალი საგადასახადო წესების შემოღება.

ევროკომისრებმა – ვალდის დომბროვსკისმა და მარტა კოსმა უკრაინის უმაღლეს რადას სპიკერის, რუსლან სტეფანჩუკისადმი გაგზავნილ წერილში ხაზი გაუსვეს, რომ 2026 წელს დამატებითი დახმარება ხელმისაწვდომი რჩება, აუცილებელი რეფორმების გათვალისწინებით.