აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე 2025 წლის 4 ოქტომბრის რევოლუციის მცდელობას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აცხადებს, რომ ოპოზიციამ მანდატებთან ერთად, მხარდამჭერებიც მიატოვა „ფეიკ“ რევოლუციაზე.
მისივე თქმით, მალე თავად ოპოზიციის ამომრჩეველი მოითხოვს მათ აკრძალვას.
„მანდატები მიატოვეს, მხარდამჭერებიც მიატოვეს 4 ოქტომბრის ძალადობრივ ფეიკ-რევოლუციაზე.
ამ „დამტოვებლების“ აკრძალვას მალე თავად მათი ამომრჩეველი მოითხოვს,“ – წერს ანანიძე.


