ესპანეთში ვადამდელი არჩევნები დაინიშნა

15

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა ვადამდელი არჩევნები დანიშნა, რომელიც 29 ნოემბერს ჩატარდება. საკუთარ გადაწყვეტილებაზე მან პრესკონფერენციაზე ილაპარაკა.

„დღეს დილით მივიღე გადაწყვეტილება, მოვიწვიო მინისტრთა საბჭოს რიგგარეშე სხდომა პარლამენტის დაშლისა და საყოველთაო არჩევნების დანიშვნის მიზნით, რომელიც კანონით დადგენილ ვადებში კვირას, 29 ნოემბერს გაიმართება“, – განაცხადა მან.

ეს ნაბიჯი მას შემდეგ გადაიდგა, რაც ქვეყნის პარლამენტმა პარასკევს ჩააგდო ინიციატივების სერია, რომელიც საბინაო კრიზისის მოგვარებას ისახავდა მიზნად.

საკანონმდებლო ინიციატივა კი შემუშავდა საყოველთაო საპროტესტო აქციების შემდეგ, რომლებიც ქირის მკვეთრი გაზრდის გადაუხდელობის გამო 87 წლის ქალის სახლიდან იძულებით გამოსახლებამ გამოიწვია.