აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარე საჰიგა გაფაროვა ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო ქართველ კოლეგას უსამძიმრებს
აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარე საჰიგა გაფაროვა ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო ქართველ კოლეგას, შალვა პაპუაშვილს უსამძიმრებს.
„პატივცემულო ბატონო თავმჯდომარევ, თბილისში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად ადამიანების დაღუპვისა და დაშავების ამბავმა ღრმა მწუხარება გამოიწვია. მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, პირადად ჩემი და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის წევრების სახელით, გულწრფელ თანაგრძნობას გიცხადებთ თქვენ, დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, ასევე ჩვენს მეგობარ ქართველ ხალხს.
დაშავებულებს კი ვუსურვებთ მალე გამოჯანმრთელებას.
ღრმა პატივისცემით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარე საჰიბა გაფაროვა“,-ნათქვამია სამძიმრის წერილში.


