სამართალი

სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში მსჯავრდადებულ საბა სხვიტარიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სრულ სიცრუეს უწოდებენ

სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში სრულ სიცრუეს უწოდებენ მსჯავრდადებულ საბა სხვიტარიძის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ინფორმაციას, თითქოს მე-6 პენიტენციურ დაწესებულებაში ერთმა მსჯავრდადებულმა ვენები გადაიჭრა, ხოლო რამდენიმე პატიმარი შიმშილობს.

როგორც „პოსტვ“-ის პენიტენციურ სამსახურში განუცხადეს, არც პატიმრის მიერ ვენების გადაჭრა, არც შიმშილობა და არც სხვიტარიძის პოსტში მოყვანილი ფაქტები რეალობას არ შეესაბამება.

მათივე ინფორმაციით, მე-6 პენიტენციურ დაწესებულებაში სრული სიმშვიდეა და განსაკუთრებული არაფერი ხდება.