„Financial Times-ი“: „მეტალურგიული სექტორის გაჩერების გამო უკრაინას მშპ-ის 7%-ის დაკარგვის საფრთხე ემუქრება“
უკრაინის მეტალურგიული წარმოების დაახლოებით 90% გაჩერდა. ინფორმაციას გამოცემა „Financial Times-ი“ ავრცელებს.
რუსული დარტყმების შედეგად, ფოლადის წარმოების დაახლოებით 90% შეჩერებულია. კიევს 5-7 მილიარდი დოლარის ოდენობის სავალუტო დანაკარგი ემუქრება და ბიუჯეტის შემოსავლების კლება 30-40 მილიარდი გრივნით. რკინის მადნის ექსპორტის შემცირებამ შესაძლოა წელიწადში დამატებით 1 მილიარდი დოლარის ზარალი გამოიწვიოს.
კრიზისი სცდება მეტალურგიის ფარგლებს: ამ სექტორში შექმნილი ერთი სამუშაო ადგილი უზრუნველყოფს 7,5 – 8 სამუშაო ადგილს ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და წარმოების სფეროებში. სამრეწველო ქალაქები აწყდებიან საგადასახადო შემოსავლების კლებას, საწარმოების გაჩერებასა და უმუშევრობის ზრდას.


