საკონსტიტუციო სასამართლო: კონსტიტუციური სარჩელი პოლიტიკური პარტიების – „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“ – საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხზე“ განსახილველად გადაეცეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო საქართველოს პარლამენტის წევრების სარჩელთან დაკავშირებით განჩინებას აქვეყნებს.
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. №1979 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს პარლამენტის წევრების (სულ 88 წევრის) კონსტიტუციური სარჩელი პოლიტიკური პარტიების („ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“) საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხზე“) განსახილველად გადაეცეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს.
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი
ევა გოცირიძე
გიორგი თევდორაშვილი
გოგა კიკილაშვილი”, – ნათქვმია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გამოქვეყნებულ განჩინებაში.


