მსოფლიო

“Ipsos Public Opinion Institute” – „ალტერნატივა გერმანიისთვის“ რეიტინგი 28%-ს შეადგენს, ფრიდრიხ მერცის ბლოკის რეიტინგი კი 20%-მდე შემცირდა

Screenshot

“Der Spiegel-ის” დაკვეთით ჩატარებული კვლევის თანახმად, პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) მხარდაჭერა 28%-ს შეადგენს, გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის ბლოკის (CDU/CSU) რეიტინგი კი კიდევ შემცირდა და 20%-მდე დაეცა.

კვლევაში მესამე ადგილს 15%-ით იკავებს პარტია „მწვანეები“ (The Greens), შემდეგ მოდის „სოციალ-დემოკრატიული პარტია“ (SPD) 13%-ით და „მემარცხენეები“ (Die Linke) 12%-ით.

5%-ზე ნაკლები აიღეს „თავისუფალმა დემოკრატიულმა პარტიამ“ (FDP) და „სარა ვაგენკნეხტის ალიანსმა“ (BSW). გამოკითხვაში მათ 4-3% მიიღეს.

კვლევა “Ipsos Public Opinion Institute-მა” 30 სექტემბრიდან 4 ოქტომბრის შუალედში, ონლაინ ჩაატარა. გამოკითხვაში მონაწილეობა 2 002-მა პირმა მიიღო.