მსოფლიო

დონალდ ტრამპი: „ევროკავშირმა რუსეთს 250 მილიარდი დოლარი გადაუხადა, ხოლო ყალბ ამბებზე მომუშავე მედიას ამ თემასთან მიახლოებაც კი არ სურს – მე ამერიკელი ხალხისთვის სწორი არჩევანი გავაკეთე“

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ევროპის ქვეყნებმა რუსული ენერგორესურსების შესყიდვით მოსკოვს ასობით მილიარდი დოლარი გადაუხადეს, ხოლო წამყვანი მედიასაშუალებები ამ თემას გვერდს უვლიან.

„ევროკავშირმა რუსეთს ენერგომატარებლებში 250 მილიარდი დოლარი გადაუხადა, „ფეიკ ნიუს“ მედიას კი ამ ამბავთან მიკარებაც არ სურს. მე მივიღე სწორი გადაწყვეტილება ამერიკელი ხალხისთვის, ყოველთვის, პირველ რიგში ამერიკა დგას!“ – დაწერა ტრამპმა.