გურამ მაჭარაშვილი: „ვისაც აქვს სურვილი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, სუვერენიტეტი აღიაროს და პატივი სცეს, ჩვენ ყველას ვესაუბრებით, მაგრამ არც ერთი გაერთიანება საქართველოს არ უნდა, სადაც მისი სუვერენიტეტის ჩაბარებას და მის მაგივრად გადაწყვეტილების მიღებას მოსთხოვენ“
„ჩვენ არ ვართ იმ რეჟიმში, რომ ვინმეს გავებუტოთ და არ დაველაპარაკოთ. დაკავშირებადობაც ჩვენთვის პრობლემა არ არის“, – განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა
მისივე თქმით, საქართველოს გაცხადებული აქვს, რომ ყველასთან ითანამშრომლებს, ვინც ქვეყნის სუვერენიტეტს პატივს სცემს და პარტნიორული ურთიერთობები სურს. მაჭარაშვილმა აღნიშნა, რომ პრობლემა თავად ევრობიუროკრატებშია და ამასთან დაკავშირებით მათ მიერ გაკეთებული ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები გაიხსენა.
„ჩვენ ვართ იმ პოზაში, რომ ვისაც აქვს სურვილი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, სუვერენიტეტი აღიაროს და პატივი სცეს, ჩვენ ყველას ვესაუბრებით, მაგრამ, რა თქმა უნდა, არც ერთი გაერთიანება საქართველოს არ უნდა, სადაც მისი სუვერენიტეტის ჩაბარებას მოსთხოვენ და მის მაგივრად გადაწყვეტილების მიღებას მოსთხოვენ“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.


