მედია: FBI-ს დირექტორი მოსკოვში ჩავიდა
აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) დირექტორი, კეშ პატელი რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში ჩავიდა. ამის შესახებ ტელეკომპანია MS NOW საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება.
არსებული ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში პატელი, სავარაუდოდ, რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელობას შეხვდება. ამ ეტაპზე უცნობია, დაგეგმილია თუ არა ამერიკელი მაღალჩინოსნის შეხვედრები რუსეთის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან.
თეთრ სახლს აღნიშნულ ვიზიტთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია. ასევე უცნობია, თუ რა კონკრეტული თემები განიხილება მოსკოვში დაგეგმილ შეხვედრებზე.


