შალვა პაპუაშვილი: „კონსტიტუციის მტრების ადგილი დემოკრატიულ პარტიულ ლანდშაფტში არ არის და ამისთვის არსებობს თავდაცვითი დემოკრატიის პრინციპი, რომელიც მოქმედებს ყველა ქვეყანაში. ჩვენც გამოვიყენეთ ჩვენი კონსტიტუციური უფლება, მივმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს და იმედი გვაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო გაიზიარებს ჩვენს არგუმენტაციას“
„კონსტიტუციის მტრების ადგილი დემოკრატიულ პარტიულ ლანდშაფტში არ არის“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ პარტიების აკრძალვის სარჩელთან დაკავშირებით.
შალვა პაპუაშვილმა ამ მიმართულებით უკრაინისა და მოლდოვის მაგალითები მოიყვანა.
„ამისთვის არსებობს თავდაცვითი დემოკრატიის პრინციპი, რომელიც მოქმედებს ყველა ქვეყანაში, როგორც იმოქმედა ამან უკრაინაში და 18 პარტია აიკრძალა; როგორც იმოქმედა მოლდოვაში და ორი პარტია აიკრძალა. როგორც სურთ, რომ ეს აამოქმედონ სხვადასხვა ქვეყანაში, ასევე ჩვენც გამოვიყენეთ ჩვენი კონსტიტუციური უფლება, მივმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს და იმედი გვაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო გაიზიარებს ჩვენს არგუმენტაციას.
რაც შეეხება მიზეზებს: საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, თითოეული ეს პარტია უკვე წლებია, ჩართულია იმაში, რომ დემოკრატიულად დარჩეული ხელისუფლება ანტიდემოკრატიული გზებით დაამხონ. უკვე რამდენიმე ასეთი მცდელობა ჩაუვარდათ. როდემდე უნდა უთმინოს და უყუროს საზოგადოებამ, როცა ექსტრემისტები ყოველ ჯერზე, ყოველი არჩევნების საბაბად გამოყენებით დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების დამხობას ცდილობენ, აღარაფერს ვამბობ ხელისუფლებაში „ნაცმოძრაობის“ ყოფნის პერიოდზე, რომელიც ასევე გახლავთ სარჩელის შინაარსში”, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
როგორც ცნობილია, პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა 21, 22 და 23 ოქტომბერს დაინიშნა.


