პოლიტიკა

პეტრე მამრაძე: „რას უნდა ველოდეთ ევრობიუროკრატებისგან, რომლებიც დიდი ხმაურით აქვეყნებენ რეზოლუციებს და სააკაშვილს პოლიტპატიმარს უწოდებენ. თუმცა, საბედნიეროდ, მათ შანტაჟის რეალური ბერკეტები აღარ აქვთ – მხოლოდ განცხადებების კეთებისა და რეზოლუციების წერის საშუალებაღა შერჩათ“

„რას უნდა ველოდეთ ევრობიუროკრატებისგან, რომლებიც დიდი ხმაურით აქვეყნებენ რეზოლუციებს და სააკაშვილს პოლიტპატიმარს უწოდებენ. თუმცა, საბედნიეროდ, მათ შანტაჟის რეალური ბერკეტები აღარ აქვთ – მხოლოდ განცხადებების კეთებისა და რეზოლუციების წერის საშუალებაღა შერჩათ“, – ამის შესახებ „ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პეტრე მამრაძემ ევრობიუროკრატებზე საუბრისას განაცხადა.

„ჩემი აზრით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ეს რადიკალური ძალები ეცდებიან პროტესტებს, აქციების მოწყობას, მაგრამ ჩვენ ვნახეთ მათი რეალური რესურსი, რომელიც თითქმის ნულამდე დავიდა. ვნახეთ, რომ „აირაი“ – ამერიკული საერთაშორისო ინსტიტუტი, რომელიც გამოირჩეოდა იმით, რომ მაღალ ციფრებს აძლევდა ამ ანტიეროვნულ ძალებს – ახლა ისეთ კვლევას დებს, რომლის შედეგების მიხედვითაც კი მათ არც ბარიერის გადალახვა შეუძლიათ და არც არაფერი.

როდესაც ევროპარლამენტში დღესაც დიდი ხმაურით ბეჭდავენ რეზოლუციებს და სააკაშვილს პოლიტპატიმარს უწოდებენ, მათგან რაღას უნდა ველოდეთ. თუმცა, კმაყოფილებით უნდა ითქვას, რომ მათ შანტაჟის რეალური ბერკეტები აღარ აქვთ: 2024 წლის შემოდგომის შემდეგ, როცა პრემიერმა განაცხადა, რომ აღარ მიიღებდნენ სახელმწიფო გრანტებს და აღარ გამოვლენ ინიციატივით საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე, როგორც კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნის, პრემიერისვე თქმით, ევრობიუროკრატებს შანტაჟის ბერკეტები აღარ ექნებოდათ. და მართლაც – მხოლოდ განცხადებების კეთებისა და რეზოლუციების წერის საშუალებაღა შერჩათ“, – განაცხადა პეტრე მამრაძემ.