პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: “ჩვენ არ ვიქცევით ისე, როგორც ზოგიერთი ევროპული ხელისუფლება, რომელიც ხალისით უყურებს ძალადობას სხვა ქვეყანაში და ახალისებს ამ ძალადობას. ყველა ხელისუფლებამ უნდა იცოდეს: როდესაც სხვაგან მხარს უჭერ ძალადობას, შემდეგ შენთან მიიღებ იმავე ძალადობას”

„ვინც არის ქარის დამთესი, ის საკუთარ ქვეყანაში მიიღებს ქარიშხალს. გვახსოვს მაკრონის განცხადებები საქართველოსთან დაკავშირებით, როდესაც მხარი დაუჭირა მოძალადე ბრბოს, რომელიც საქართველოს პარლამენტის დაწვას ცდილობდა”, – განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს.

“ახლა მიიღეს საკუთარ ქვეყანაში სახელმწიფო ინსტიტუტების დაწვის მცდელობა და შტურმები.

ეს სამყარო ასეა მოწყობილი: საბოლო ჯამში, ვინც დასთესს ბოროტებას, მიიღებს საკუთარ სახლში იმავეს. ვიხილეთ ასევე პოლიციის ბრუტალობა და ვნახეთ შედეგები – მტევანი მოსწყდა არასრულწლოვანს, თვალი ამოთხარეს არასრულწლოვანს, ყბა მოტეხეს არასრულწლოვანს და ყოველდღიური სისხლიანი ქრონიკაა, რასაც ვუყურებთ პარიზის ქუჩებიდან.

მნიშვნელოვანია, რომ ეს ძალადობა დასრულდეს. ჩვენ არ ვიქცევით ისე, როგორც ზოგიერთი ევროპული ხელისუფლება, რომელიც ხალისით უყურებს ძალადობას სხვა ქვეყანაში და ახალისებს ამ ძალადობას. ყველა ხელისუფლებამ უნდა იცოდეს: როდესაც სხვაგან მხარს უჭერ ძალადობას, შემდეგ შენთან მიიღებ იმავე ძალადობას“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის: საფრანგეთში აქციებზე დაკავებულთა რაოდენობამ 2 000-ს გადააჭარბა. დაშავებულია ათასზე მეტი პოლიციელი და ჟანდარმი. 7 მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია.