ქართველმა სუმოისტებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე 4 მედალი მოიპოვეს
აზერბაიჯანმა სუმოში მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლა. ქართველმა სპორტსმენებმა ოთხი მედალი: ორი ვერცხლი და ორი ბრინჯაო მოიპოვეს.
შედეგები ასე გადანაწილდა:
ლაშა ჯელაძე (+115 კგ) – ვერცხლის მედალი (დიდებს შორის);
ზურა წიქორაძე (აბსოლუტური) – ვერცხლის მედალი (დიდებს შორის);
რატი წულუკიძე ( +100 კგ) – ბრინჯაოს მედალი (18-წლამდელები);
ლუკა მახარაძე (-80 კგ) – ბრინჯაოს მედალი (18-წლამდელები).


