ირაკლი კობახიძე: “ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ გიორგი ნემსაძის გარდაცვალების გამო. ეს უდიდესი დანაკარგია ქართული ფეხბურთისთვის. გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებ გიორგი ნემსაძის ოჯახს, ახლობლებს, თანაგუნდელებსა და სრულიად საქართველოს”
“ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ გიორგი ნემსაძის გარდაცვალების გამო. ეს უდიდესი დანაკარგია ქართული ფეხბურთისთვის”, – წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.
“საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი, გამორჩეული პროფესიონალი და მებრძოლი ხასიათის ლიდერი, წარმატებით იცავდა როგორც ეროვნული გუნდის, ისე ქართული და უცხოური კლუბების ღირსებას. თამაშის საკუთარი სტილითა და შეუპოვრობით მან სამუდამო კვალი დატოვა ქართული სპორტის ისტორიაში.
გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებ გიორგი ნემსაძის ოჯახს, ახლობლებს, თანაგუნდელებსა და სრულიად საქართველოს”, – წერს ირაკლი კობახიძე.


