პრემიერი: „ჩვენს კალათბურთელებს, ჩვენს ეროვნულ ნაკრებს ვულოცავ ძალიან მნიშვნელოვან, შთამბეჭდავ გამარჯვებას, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია მსოფლიო ჩემპიონატისკენ, ასევე „იბერიას“ ვულოცავ ძალიან მნიშვნელოვან გამარჯვებას „კონფერენს ლიგაზე“, ასეთი წარმატებები ქმნის საბოლოო ჯამში ჩვენი სპორტის წარმატებას და ამას სჭირდება ხელშეწყობა“
„მინდა ჩვენს კალათბურთელებს, ჩვენს ეროვნულ ნაკრებს მივულოცო ძალიან მნიშვნელოვანი, შთამბეჭდავი გამარჯვება“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი მსოფლიო ჩემპიონატისკენ.
„მინდა აღვნიშნო გუშინდელი ძალიან მნიშვნელოვანი სპორტული წარმატება. მინდა ჩვენს კალათბურთელებს, ჩვენს ეროვნულ ნაკრებს მივულოცო ძალიან მნიშვნელოვანი, შთამბეჭდავი გამარჯვება, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი მსოფლიო ჩემპიონატისკენ.
ასევე ცალკე მინდა აღვნიშნო თორნიკე შენგელიას განსაკუთრებული თამაში, რომელიც ყოველთვის გვაკვირვებს თავისი ნამდვილი სპორტული გმირობით.
ასევე „იბერიას“ მინდა მივულოცო ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება „კონფერენს ლიგაზე“. ასეთი წარმატებები, რა თქმა უნდა, ქმნის საბოლოო ჯამში ჩვენი სპორტის წარმატებას და ბუნებრივია, ამას სჭირდება ხელშეწყობა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


