ზაზა დობორჯგინიძე: “დემოკრატიებში არაკონსტიტუციური აქტორების გასამართლება დასაშვებია, თუ ისინი ხელისუფლებაში მოსვლას არასაარჩევნო გზით ცდილობენ”
პოლიტიკის ექსპერტი ზაზა დობორჯგინიძე ნიკა ობოლაძის განცხადებას: “პარლამენტის ბოიკოტი თუნდაც იმიტომ იყო არასწორი, რომ რიტორიკაში მაინც არგუმენტი აქვს “ქართულ ოცნებას”, რომ საუბრობს პარტიების აკრძალვაზე”, სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„დემოკრატიებში არაკონსტიტუციური აქტორების გასამართლება დასაშვებია თუ არასაარჩევნო გზით ცდილობენ ხელისუფლებაში მოსვლას. ბოიკოტის და მერე 4 ოქტომბრის მიზანი რეალურად ეგ იყო, ოპოზიციის აკრძალვის ლეგალური საფუძველი, რომელშიც ოპოზიციამ თავი გაყო საკუთარი ნებით”, – წერს ზაზა დობორჯგინიძე.


