პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე: “ჩინეთთან ურთიერთობა ნათელი მაგალითია იმისა, თუ რას ნიშნავს სტრატეგიული პარტნიორობა პრაქტიკაში და არ არის მხოლოდ დოკუმენტებში ჩაწერილი სიტყვები. გვაქვს უვიზო მიმოსვლა და პირდაპირი ავიარეისები, რაც ქვეყნებს შორის კავშირებს ამარტივებს, ხელს უწყობს ტურისტული ნაკადების ზრდას და ბიზნესურთიერთობების გაღრმავებას”

x

“ჩინეთთან ურთიერთობა ნათელი მაგალითია იმისა, თუ რას ნიშნავს სტრატეგიული პარტნიორობა პრაქტიკაში და არ არის მხოლოდ დოკუმენტებში ჩაწერილი სიტყვები.

როდესაც შეთანხმებებს კონკრეტული ნაბიჯები მოჰყვება, ეს შედეგი ქვეყნის ეკონომიკასა და ტურიზმზეც აისახება”, – წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

„2026 წლის იანვარ-სექტემბერში ჩინეთიდან საქართველოში 119 081 საერთაშორისო ვიზიტი განხორციელდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 23.6%-ით, ანუ 22 748 ვიზიტით მეტია.

ეს რიცხვები აჩვენებს, რომ სტრატეგიული პარტნიორობა მხოლოდ პოლიტიკური განცხადებები და ხელმოწერილი დოკუმენტები არ არის. როდესაც თანამშრომლობას კონკრეტული ნაბიჯები და შედეგები მოჰყვება, სარგებელი ქვეყნისთვისაც ხელშესახები ხდება.

გარდა აღნიშნულისა, ჩინეთთან გვაქვს უვიზო მიმოსვლა და პირდაპირი ავიარეისები, რაც ქვეყნებს შორის კავშირებს ამარტივებს, ხელს უწყობს ტურისტული ნაკადების ზრდას და ბიზნესურთიერთობების გაღრმავებას.

გაზრდილია ტვირთბრუნვაც, რაც საქართველოსთვის დამატებით ეკონომიკურ შესაძლებლობებს
ქმნის, ხელს უწყობს სავაჭრო ურთიერთობების განვითარებას და აძლიერებს ჩვენი ქვეყნის, როგორც სატრანზიტო და ლოგისტიკური ჰაბის, როლს.

ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ სტრატეგიული პარტნიორობა მხოლოდ დიპლომატიური ურთიერთობები არ არის; მას შეუძლია შექმნას კონკრეტული შესაძლებლობები ტურიზმის, ვაჭრობის, ტრანსპორტისა და, მთლიანად, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის“, – წერს სოციალურ ქსელში დავით ჩიხელიძე.