პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: “რუსეთის ფედერაციასთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას აქვს თავისი ბარიერი. ეს მოცემულობა არ შეცვლილა, შესაბამისად, არც ჩვენი დამოკიდებულება არის შეცვლილი”

„რეალურად, რაიმე ახალი ეტაპი არ იწყება. აქამდე ჩვენი სექცია მუშაობდა აქტიურად შვეიცარიის საელჩოში და კიდევ ერთხელ დავინახეთ საჭიროება, რომ სექციის მუშაობის პარალელურად, დანიშნულიყო ხელახლა სპეცწარმომადგენელი.

ჩვენ გვაქვს კონკრეტული ამოცანები: ეს არის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება, რაც არის ჩვენი ერთ-ერთი პოლიტიკური პრიორიტეტი; ეს არის ჰუმანიტარული ურთიერთობების მუდმივად შენარჩუნება და ეს არის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად.

“სამივე მიმართულებით არის აქტიურად სამუშაო. ჟენევის ფორმატი არსებობს და გრძელდება მუშაობა. სექცია აგრძელებს მუშაობას, თუმცა, ამასთან ერთად, ჩვენ დავინახეთ სპეცწარმომადგენლისხელახლა დანიშვნის საჭიროება და მივიღეთ ეს გადაწყვეტილება.

დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას აქვს თავისი ბარიერი, ეს მოცემულობა არ შეცვლილა, შესაბამისად, არც ჩვენი დამოკიდებულება არის შეცვლილი“, – აღნიშნა პრემიერმა.