რამაზ საყვარელიძე რადიკალური პარტიების აკრძალვაზე: „ამ პარტიების აკრძალვა ხელს შეუწყობს პოლიტიკური ველის გასუფთავებას. შესაბამისად, ჯანსაღ ოპოზიციურ ძალებს მიეცემათ შესაძლებლობა, შემოვიდნენ ამ ველზე და ჯანსაღი ოპონირება გაუწიონ ხელისუფლებას“
„ამ პარტიების აკრძალვა ხელს შეუწყობს პოლიტიკური ველის გასუფთავებას. შესაბამისად, ჯანსაღ ოპოზიციურ ძალებს მიეცემათ შესაძლებლობა, შემოვიდნენ ამ ველზე და ჯანსაღი ოპონირება გაუწიონ ხელისუფლებას“, – ამის შესახებ ფსიქოლოგმა, რამაზ საყვარელიძემ რადიკალური ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზე საუბრისას განაცხადა.
„საუბარია არა მხოლოდ ხუთი პარტიის, არამედ მათი ლიდერების აკრძალვაზეც, რაც იმას გულისხმობს, რომ ამ განაჩენის დადგომის შემთხვევაში, ეს პირები ვეღარ შეაფარებენ თავს სხვა პარტიებს. ჩვენ გვახსოვს, „ნაციონალური მოძრაობაც“ სხვა პარტიის ქოლგის ქვეშ შეიქმნა, ასე რომ, ეს პრაქტიკა – „ერთ ადგილას თუ არ მაწყობს, სხვაგან გადავალ“ – ძველია, ისტორიასავით ძველია. გვახსოვს, ჩერჩილმა იხტუნავა წინ და უკან, მაგრამ მაშინ არ იყოს საკითხი აკრძალვაზე, იმიტომ რომ ჩერჩილი თუ რაიმესთვის გამოირჩეოდა ყველასგან, იყო ინგლისის პატრიოტობა. ეს პოლიტიკური პარტიები კი იბრძვიან იმისთვის, რომ საქართველო ვიღაცაზე იყოს დამოკიდებული. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ მათ ეს პოლიტიკური ტრიბუნა, სადაც არ უნდა ჰქონდეთ, ჩამოერთვათ, რადგან მათ შეუძლიათ გააკეთონ მოწოდებები აფხაზებთან კონფლიქტზე (ეს უკვე ვნახეთ), ასევე ევროპასთან და რუსეთთან კონფლიქტზე და ა. შ. ამერიკაც, თავისთავად, მათთვის მიუღებელი ქვეყანაა.
რაც ყველაზე მთავარია, ამ პარტიების აკრძალვა ხელს შეუწყობს პოლიტიკური ველის გასუფთავებას. შესაბამისად, ჯანსაღ ოპოზიციურ ძალებს მიეცემათ შესაძლებლობა, შემოვიდნენ ამ ველზე და ჯანსაღი ოპონირება გაუწიონ ხელისუფლებას. მე უკვე ვხედავ ასეთ ძალებს და პიროვნებებს. მაგალითად, ირაკლი გოგავა, „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“, ცოტა ხნის წინ თუ არ ვცდები ლევან ლორთქიფანიძის ფრთა, ჯგუფი, რომელიც მემარცხენე სოციალიზმზე არიან ორიეტურებული. უკვე სამი მე დავასახელე და დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრი გამოჩნდება“, – განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.


