საზოგადოება

რამაზ საყვარელიძე ევროპის სხვადასხვა ქალაქში მიმდინარე პროტესტებზე: „მაქვს განცდა, რომ ის, რაც ახლა ევროპის სხვადასხვა ქალაქში ხდება, მართულია გარე ძალებისა და ასევე მემარცხენე ძალების მხრიდან“

„მაქვს განცდა, რომ ის, რაც ახლა ევროპის სხვადასხვა ქალაქში ხდება, მართულია გარე ძალებისა და ასევე მემარცხენე ძალების მხრიდან“, – ამის შესახებ ფსიქოლოგმა, რამაზ საყვარელიძემ ევროპის სხვადასხვა ქალაქებში მიმდინარე პროტესტებზე საუბრისას განაცხადა.

„ევროპული ბიუროკრატია და ევროპული მოსახლეობა: სავარაუდოა, რომ მათი ინტერესები სხვადასხვა მიმართულებითაა. მაქვს განცდა, რომ ის, რაც ახლა ევროპის სხვადასხვა ქალაქში ხდება, მართულია გარე ძალებისა და ასევე მემარცხენე ძალების მხრიდან.

მაგრამ აქ ერთი პარადოქსია: მათ უნდათ, რომ ქვეყანაში მიგრაციული პროპორცია მაღალი იყოს. შესაბამისად, ვინც ხელს შეუწყობს ევროპაში მიმდინარე არეულობას, შემდეგ, ამ არეულობით მოძლიერებული მიგრანტები სწორედ მათ დაუჭერენ მხარს. ასე რომ, ეს გათვლა შეიძლება იდოს ამ არეულობაში.

მეორე მხრივ, თუ ეს არეულობა აგებულია ომის მხარდაჭერის წინააღმდეგ მიმართულ ლოზუნგებზე, მაშინ მათ გაუჭირდებათ (ულტრალიბერალიზმის მიუხედავად) ისევ ომის მხარდაჭერა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ტალღა შეიძლება ბუმერანგივით უკან შეუტრიალდეთ. ასე რომ, რთული მდგომარეობა აქვთ იმათაც, რადგან საკუთარ ხაფანგში არიან გახვეულები“, – განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.