პოლიტიკა

ვატო შაქარიშვილი: „კოლექტიურმა “ნაცმოძრაობამ” საკუთარი განაჩენის წერა ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც “ვარდების რევოლუციად” წოდებული უცხოური სპეცოპერაციის წლისთავზე, 19 წლის უდანაშაულო ბუტა რობაქიძე მოკლეს, საქმე “შეკერეს” და მსხვერპლი ბანდიტად გამოაცხადეს. მას შემდეგ მთელი მათი პოლიტიკური ბიოგრაფია სისხლით იწერებოდა – ერთდროულად კლავდნენ ქართულ სახელმწიფოს, მის ისტორიას, მის იდენტობას და ამ ქვეყნის შვილებს“

„საკონსტიტუციო სასამართლოში ისტორიული პროცესის დასასრულს ვუყურებთ, რომელიც, რეალურად, ქართველმა ხალხმა ჯერ კიდევ 20 წლის წინ დაიწყო, როდესაც ამოიცნო ბოროტი, ანტიქართული ძალა და მას შეუპოვრად დაუპირისპირდა“, – წერს სოციალურ ქსელში ,,ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” გენერალური მდივანი ვატო შაქარიშვილი.

„კოლექტიურმა “ნაცმოძრაობამ” საკუთარი განაჩენის წერა ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც “ვარდების რევოლუციად” წოდებული უცხოური სპეცოპერაციის წლისთავზე, 19 წლის უდანაშაულო ბუტა რობაქიძე მოკლეს, საქმე “შეკერეს” და მსხვერპლი ბანდიტად გამოაცხადეს. მას შემდეგ მთელი მათი პოლიტიკური ბიოგრაფია სისხლით იწერებოდა – ერთდროულად კლავდნენ ქართულ სახელმწიფოს, მის ისტორიას, მის იდენტობას და ამ ქვეყნის შვილებს…

სისასტიკის, არაადამიანურობის, სიშლეგის ფორმები, რაც მათ საქართველოში დანერგეს, კაცობრიობის ისტორიაში შევა.

წლების განმავლობაში, ჩვენ საერთო ტრაგედიაში ვიცხოვრეთ, რადგან არ არსებობდა ოჯახი, სანათესაო, სამეზობლო, რომელსაც არ შეჰხებია რეჟიმი ამა თუ იმ ფორმით…
ეს ჭრილობა კიდევ ერთხელ გაიხსნა მაშინ, როდესაც საპარლამენტო კომისიაზე პირდაპირ ეთერში ვხედავდით შვილმოკლულ დედებს, მეუღლეებს, დაჩაგრულ, შეურაცხყოფილ, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად განადგურებულ ადამიანებს. ცხადია, იმ ტკივილს, წართმეულ სიცოცხლეს და მიყენებულ ტრამვებს ვერაფერი აანაზღაურებს, მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლოს განაჩენი მათი მრავალწლიანი ბრძოლის დაფასება და ერთადერთი სამართლიანი შედეგი იქნება.

და, რაც მთავარია: ქვეყნის პოლიტიკური სისტემა გაიწმინდება აგენტებისგან, რომელთა საქმიანობაც არსით არის მოღალატეობრივი. 9 წელი ხელისუფლებაში, ხოლო 14 წელი – ოპოზიციაში, ისინი ემსახურებოდნენ უცხო ძალების ინტერესებს! მტრობდნენ ყველაფერ ქართულს – ეკლესიას, ტრადიციას, იდენტობას, კულტურას, ენას, მიწას!!!

კოლექტიური “ნაცმოძრაობა” ანტიქართული, ანტისახელმწიფოებრივი, ანტიკონსტიტუციური, ანტიჰუმანური ძალაა!
სწორედ ეს აერთიანებს იმ ოთხ სუბიექტს, რომელთა წინააღმდეგაც არის მომზადებული კონსტიტუციური სარჩელი.

საჯარო რეესტრში განსვავებული საიდენტიფიკაციო კოდი ან ორგანიზაციის დასახელება არ ნიშნავს იმას, რომ მათ შორის არსებობს რაიმე შინაარსობრივი განსხვავება!
როდესაც აგენტურული ქსელის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ განაჩენი უკვე გამოტანილია, დიახ ეს ასეა – საკუთარი განაჩენი მათივე დანაშაულებრივი ბიოგრაფიით დაწერეს და სასამართლოში მას მხოლოდ სამართლებრივი წერტილი უნდა დაესვას!“ – წერს შაქარიშვილი.