პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: “საბოტაჟი და ღალატი მრავალგანზომილებიანი პროცესია და ძალიან სწრაფად შეიძლება ტრანსფორმირდეს სახელმწიფოს ინტერესების დაზიანებასა და, საბოლოოდ, ღალატში. ამას კი არავითარი საერთო არა აქვს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებასთან”

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ, საბოტაჟის ბრალდებით დიტო ჩუბინიძის დაკავებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„ეს სუბიექტი და, სავარაუდოდ, ის მედია, რომლის მეშვეობითაც ის ავრცელებს სიცრუეს; საქართველოს და მის ხელისუფლებას ყოველგვარი სერიოზული მტკიცებულების გარეშე, საჯაროდ აბრალებს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის გადაცემას თუ მიყიდვას მეზობელი სახელმწიფოსთვის.

საბოტაჟი და ღალატი მრავალგანზომილებიანი პროცესია, და განმეორებითი ინფორმაციული საბოტაჟი ძალიან სწრაფად შეიძლება ტრანსფორმირდეს სახელმწიფოს ინტერესების დაზიანებასა და, საბოლოოდ, ღალატში. ამას კი არავითარი საერთო არა აქვს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან, რომელიც ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში კანონით არის როგორც დაცული, ისე რეგულირებული“, – წერს ზაალ ანჯაფარიძე.