მაკა ბოჭორიშვილმა ბათუმში უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ბახტიორ საიდოვს უმასპინძლა
საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ბათუმში უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ბახტიორ საიდოვს უმასპინძლა.
მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული ურთიერთობების დღის წესრიგზე და თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.
უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მონაწილეობას მიიღებს საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში, რომელიც პირველად გაიმართება ბათუმში, 23 ოქტომბერს.


