არჩილ გორდულაძე: „ნაცმოძრაობა“ შედგება არა ერთი, ორი, სამი ან ხუთი პარტიისგან, არამედ ისინი ეგრეთ წოდებულ პარტიებად დაშლილი, ერთი იდეოლოგიით და ერთი ხელიდან მართული ძალები არიან, რომლებიც იბრძვიან კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ, ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, მათ შორის, გარე პატრონებისგან დავალებით”
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებას ეხმაურება.
„გუშინ, მაგალითად, ჯაფარიძემ, „ლელოს“ თავჯდომარემ, ერთ-ერთმა ლიდერმა თქვა, რომ ხუთი პარტია არსად არ აკრძალულა, მაგრამ სამი აკრძალულა; ესე იგი, რაოდენობრივად ითვლიან. რეალურად, ანტიკონსტიტუციური პარტიების რაოდენობა კიდევ უფრო მეტია: კოლექტიური “ნაცმოძრაობა” შედგება არა ერთი, ორი, სამი ან ხუთი პარტიისგან, არამედ ისინი ეგრეთ წოდებულ პარტიებად დაშლილი, ერთი იდეოლოგიით და ერთი ხელიდან მართული ძალები არიან, რომლებიც იბრძვიან კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ, ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, მათ შორის, გარე პატრონებისგან დავალებით. მაგალითისთვის, აგერ, მიხეილ სააკაშვილი წერს, რომ IRI-ის ორგანიზებით ისინი იმყოფებოდნენ უცხოეთში, სადაც უცხოელებმა მოუწოდეს, რომ გაერთიანდნენ; რომ ზოგი შეთანხმდა, ზოგი – ვერ შეთანხმდა მიხეილ სააკაშვილის, ამ ოდიოზური პიროვნების, “მაოხრებელი გზირის” გარშემო.
ცხადად და ღიად გაერთიანდნენ თუ ფარული ერთობა ჰქონდეთ, მთავარი ერთია – კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ გარედან მიღებული დავალებების შესრულებას ყოველთვის შეეცდება, რასაც ყოველთვის შეეწინააღმდეგება ქართველი ხალხი”, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.


