ედიშერ გვენეტაძე აშშ-ის, რუსეთისა და ჩინეთის ლიდერების შესაძლო სამმხრივ შეხვედრაზე: „ამით დასრულდება ის პროცესი, რომელსაც მსოფლიოს ხელახალი გადანაწილება ჰქვია. მადლობა ღმერთს, რომ გონიერება გამოვიჩინეთ და ამ პროცესში არ ჩავერთეთ. ეს ჩვენი ხელისუფლების, ქართველი ხალხისა და პირადად ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა“
„ამით დასრულდება ის პროცესი, რომელსაც მსოფლიოს ხელახალი გადანაწილება ჰქვია. მადლობა ღმერთს, რომ გონიერება გამოვიჩინეთ და ამ პროცესში არ ჩავერთეთ. ეს ჩვენი ხელისუფლების, ქართველი ხალხისა და პირადად ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა“, – ამის შესახებ ისტორიკოსმა, ედიშერ გვენეტაძემ აშშ-ის, რუსეთისა და ჩინეთის ლიდერების შესაძლო სამმხრივ შეხვედრაზე საუბრისას განაცხადა.
„დღეს ვნახე ევროპარლამენტის სხდომაზე სლოვაკეთის წარმომადგენლის გამოსვლა, რომელმაც ურსულა ფონ დერ ლაიენი გააკრიტიკა. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ის ევროპული პოლიტიკური ძალა და ის „დიფსთეითი“, რომელიც მართავს ამ პროცესებს ძალიან დასუსტებულია.
ჩვენ ძალიან დიდი მადლობა უნდა ვუთხრათ ჩვენს ხელისუფლებას და იმ კაცს, რომელმაც ეს ხელისუფლება ფაქტობრივად, როგორც დიდმა მწვრთნელმა, ისე დააყენა და რომელმაც აგვაცდინა იმ უბედურებას, რაც უკრაინაში ტრიალებს.
ვხედავთ, ახლა იგეგმება დიდი სამეულის შეკრება – კიდევ ვერ უნდა მივხვდეთ, რა ხდება და როგორ არის?! დიდი სამეული, როგორც პოტსდამსა და იალტაში შეიკრიბა, ახლა ახალ ადგილს მოძებნის და დიდი ალბათობით ეს ჩინეთი იქნება. ამით დასრულდება ის პროცესი, რასაც მსოფლიოს ხელახალი გადანაწილება ჰქვია. მადლობა ღმერთს, რომ გამოვიჩინეთ ჭკუა და ამ პროცესში თავი არ შევყავით. ეს არის ჩვენი ხელისუფლების, ქართველი ხალხისა და პირადად ბიძინა ივანიშვილის დამსახურება – მე ამას ხაზგასმით აღვნიშნავ“, – განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ.


