ანა წითლიძე „ნაცმოძრაობის“ მიერ დარბეულ მედიებზე: „რაღაცა ტელევიზიები“
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ „იმედის“ დარბევის საქმე „რაღაც საქმედ“ შეაფასა საკონსტიტუციო სასამართლოში. ეს წითლიძემ ახსნა-განმარტებების დროს თქვა, სადაც ორ საათზე მეტია, მოსამართლეებს უმტკიცებს, რომ წარსულის დანაშაულები არ უნდა იყოს აკრძალვის წინაპირობა.
„სისტემურ დანაშაულებში მაგალითად მითითებული აქვთ [„ქართულ ოცნებას“] მედიის წინააღმდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ ბრძოლა. ჩამოწერილი აქვთ მთელი რიგი რაღაცა ტელევიზიები“, – აღნიშნა წითლიძემ.


