არჩილ გორდულაძე: “ბატონმა სიორიძემ რაც იკადრა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, თურმე, უსმენს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებს, არის აბსოლუტური ტყუილი და დეზინფორმაცია”
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე „ლელოს” ერთ-ერთ ლიდერს, გიორგი სიორიძეს მიმართავს და მოუწოდებს, ტყუილებისა და დეზინფორმაციის გავრცელებას თავი დაანებოს.
„ბატონმა სიორიძემ, გასაგებია, რომ გუშინ ვერ დაიოკა და ახლა მაინც დაიოკოს ნერვები და დაანებოს თავი აქ ტყუილების გამეორებას და დეზინფორმაციის გავრცელებას. თქვენ არავინ გეკითხებათ! საერთოდ, სიტყვას როგორ ახსენებთ მართლმადიდებელ ეკლესიასა და სახელმწიფო უსაფრთხოებაზე?!
ბატონმა სიორიძემ რაც იკადრა (და ამას აკეთებს საკონსტიტუციო სასამართლოში!), რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, თურმე, უსმენს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებს, ეს არის აბსოლუტური ტყუილი და დეზინფორმაცია და ამას კადრულობს ბატონი სიორიძე სასამართლოს წინაშე. ასეთი ტყუილის გავრცელება უკვე აღმაშფოთებელია, ყველანაირ ზღვარს გადასულია”, – განაცხადა გორდულაძემ.


