პრემიერი: “არის გარკვეული შიდა მოსაზრებები ოპოზიციაში იმასთან დაკავშირებით, რომ არ უნდა წასულიყვნენ ეს პარტიები საკონსტიტუციო სასამართლოში. მე ამას დავეთანხმებოდი. იმდენი რამე თქვეს სარჩელის გასამყარებლად, რომ მათთვის ნამდვილად კონტრპროდუქტიულია საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომებზე დასწრება”
„გავიხსენებ განცხადებას ერთიანი ორგანიზმის შესახებ, რაც გააკეთა ბატონმა გვარამიამ. ესეც ძალიან საინტერესო განცხადება იყო, რომელიც მოსარჩელეს ძალიან გამოადგება ამ პროცესში”, – განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
“რეალურად, საკუთარი გამოსვლებით ისინი კიდევ უფრო მეტად ამყარებენ ამ სარჩელს. არის გარკვეული შიდა მოსაზრებები ოპოზიციაში იმასთან დაკავშირებით, რომ არ უნდა წასულიყვნენ ეს პარტიები საკონსტიტუციო სასამართლოში. მე ამას დავეთანხმებოდი.
იმდენი რამე თქვეს სარჩელის გასამყარებლად, რომ მათთვის ნამდვილად კონტრპროდუქტიულია საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომებზე დასწრება“, – აღნიშნა პრემიერმა.


