ირაკლი კობახიძე: „არ შეიძლება, სერიოზული კომენტარები ვაკეთოთ ბატონი გვარამიას განცხადებებზე, ეს არის ისტერიული მცდელობა, რომ საკუთარი ცოდვები გადაფარონ, თუმცა საზოგადოება ხედავს, თუ რამდენად მყარია სარჩელი, რომელიც წარდგენილია საკონსტიტუციო სასამართლოში“
„ყველამ იცის, რომ ეს არის ჩვეულებრივი აბსურდი და არ შეიძლება, სერიოზული კომენტარები ვაკეთოთ ბატონი გვარამიას განცხადებებზე. უბრალოდ, არასერიოზულია ასეთი განცხადებები“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სასამართლო პროცესზე ნიკა გვარამიას განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ეხებოდა.
„ეს არის ისტერიული მცდელობა, რომ საკუთარი ცოდვები გადაფარონ, თუმცა, საბოლოო ჯამში, საზოგადოება ხედავს იმას, თუ რამდენად მყარია სარჩელი, რომელიც წარდგენილია საკონსტიტუციო სასამართლოში“, – აღნიშნა პრემიერმა.


