პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვთან და თბილისის მერ კახა კალაძესთან ერთად, თბილისში სასტუმრო ART Riverfront-ი გახსნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვთან და თბილისის მერ კახა კალაძესთან ერთად, თბილისში სასტუმრო ART Riverfront-ი გახსნა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მთავრობის მეთაურმა, აზერბაიჯანელ კოლეგასთან ერთად, ახლად გახსნილი სასტუმრო დაათვალიერა.
პროექტის შესახებ, რომლის საინვესტიციო ღირებულება 68 მილიონი აშშ დოლარია, პრემიერ-მინისტრებს დეტალური ინფორმაცია სასტუმროს გენერალურმა მენეჯერმა მიაწოდა.
სასტუმრო 152 ნომერს, კვებისა და საკონფერენციო სივრცეებს აერთიანებს.

გახსნის ღონისძიებას საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, აზერბაიჯანის სამთავრობო დელეგაცია და ბიზნესის წარმომადგენლები დაესწრნენ.